ბენდის Შესახებ

ვიდრე ჯგუფი ,,შარა" შეიქმნებოდა არსებობდა ჯგუფი ,,ლაკადა", რომელიც თავდაპირველად შედგებოდა ოთხი წევრისგან: გიორგი შანავა, გიორგი ძაძამია და ძმები- ლუკა და ლევან მებონიებისგან. ,,ლაკადას ოთხი წევრი გახლდათ ბიჭუნათა ანსამბლ ,,ლაკადის" წევრები.

თბილისში ,,სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის" დამთავრების შემდეგ ჯგუფს დაემატა ახალი წევრი, ირაკლი ჩარგაზია (ვოკალისტი), მათ მალე შემოუერთდა შალვა წივილაშვილი (გარმონი).

ჯგუფის განვითარებისთვის საჭირო იყო პროდიუსერი, ამიტომ მათ მიმართეს ბატონ ჭაბუკი ამირანაშვილს, რომელმაც გადაწყვიტა ახალი პროექტის გაკეთება. პროექტის, რომელიც მუსიკალურად იქნებოდა უფრო საინტერესო ეთნო ფოლკ მუსიკის ნაზავი ელემენტებით გაჯერებული და სანახაობრივადაც გამართლებული. ჯგუფს დაემატნენ მოცეკვავეები. ასევე მომზადდა ახალი პროგრამა, რომელშიც მისი კომპოზიციები შევიდა. ახალი პროექტის შესაბამისად ჯგუფს ეწოდა ,,შარა", რომელიც ვიწრო გზას ნიშნავს, გზას რომელიც ამ ბიჭებმა გაიარეს და კიდევ ბევრი აქვთ გასავლელი. ახლა, ჯგუფი წარმატებით გამოდის საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ ქართულ ეთნო მუსიკალური და ქორეოგრაფიული სანახაობით, რომელსაც მაყურებელი ოვაციებით ღებულობს.

Ჭაბუკი ამირანაშვილი

ჯგუფის პროდიუსერი

უპირველეს ყოვლისა, ვირჩევ სიმღერას, ვწერ ახალს, ან ვარჩევ ერთ ტრადიციულ ხალხურ სიმღერას. შემდეგ ვუთანხმებ ბიჭებს. ვიცი მათი ხმები და ამის გამო, ვარჩევ სოლისტს, მეორე, ან მესამე ხმას. აგრეთვე, ვარჩევ სიმღერის იდეას და ვუკვეთავ ტექსტს. ჩვენი სიმღერების უმეტესი ნაწილი სიმამაცეს, სამშობლოსა და ქალის სიყვარულს ეხება. საქართველოში უამრავი კუთხეა. მაგალითად: კახეთი, ქართლი, გურია, სამეგრელო, აჭარა, რაჭა და სხვა. თითოეული ადგილისთვის ვირჩევთ სტილს. რაც შეეხება მოცეკვავეებს. ყველა მათგანი საოცარია. მე იდეას ვკარნახობ, რადგან მოცეკვავეებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. "სუხიშვილების" ანსამბლთან 5 წლიანი მუშაობის პერიოდში დავწერე საცეკვაო კომპოზიციები- „ზეკარი“, „ჯუთა“, „სამანი“, „გადი-გამოდი“(ინსტრუმენტალური მუსიკა). მუსიკა ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კუთხის ცეკვას ვდგავთ. ყველა ცეკვა განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად: მთის ცეკვა, აჭარული, ან რაჭული.

ქართული ცეკვა მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ცეკვაა. მოცეკვავე უამრავ ილეთსა და მოძრაობას იყენებს, რაც სცენაზე ბევრად ეფექტურია. მოცეკვავეები მაყურებლისთვის გასაგები მოძრაობებით გადმოსცემენ ამ სიმღერის შინაარსს. რაც უცხოელი მაყურებლისთვის იოლად აღსაქმნელია. „შარას“ ცეკვები იმდენად ემოციურია, რომ შეუძლებელია მაყურებელმა გულგრილად შეხედოს. ვფიქრობ, ჩემი ნაწარმოებები ძირითადად მთის ხალხის მუსიკასთან არის დაკავშირებული, რაც საქართველოში მრავალფეროვანია. ქართული ცეკვის რიტმი კარგად არის მორგებული მოცეკვავეებზე.

მე ვიყავი პირველი, ვინც შექმნა მოცეკვავეებისა და მომღერლების პატარა ჯგუფი. განსხვავებით დიდი ქორეოგრაფიული ჯგუფებისა, ისინი იმპროვიზირებულ ცეკვებს ასრულებენ. ჯგუფში 5 მოცეკვავეა, 4 ბიჭი და ერთი გოგო.

ქართული სიმღერა ყველასგან განსხვავებული, მრავალხმიანი და საინტერესოა. თითქმის 3 მილიონი ვართ, მაგრამ ჩვენი ფოლკლორი ერთ – ერთი ყველაზე განსხვავებულია მსოფლიოში.

ყველა ჩემი ნაწარმოები მიყარს, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს ფილმისთვის „სვანი“ შექმნილი მუსიკა , რომელიც საკმაოდ პოპულარული ნაწარმოებია საქართველოში. სვანები მთიელები არიან. ისინი ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ რეგიონში ცხოვრობენ. მათ თავისი ტრადიციული სიმღერები აქვთ.

ირაკლი ჩარგაზია

ვოკალი, ფანდური

გიორგი ძაძამია

ვოკალი, ფანდური, ჩონგური

შალვა წივილაშვილი

გარმონი

ლევან მებონია

ვოკალი, ფანდური, ბას-გიტარა

ლუკა მებონია

ვოკალი, დასარტყამი, ინსტრუმენტები

გიორგი შანავა

ვოკალი, ფანდური, ჭიბონი, ბას-გიტარა

მეგობრებთან ერთად

კონცერტები და ტურები

ვიდეოები

TOURING IN THE NETHERLANDS 2022

ტური ნიდერლანდებში

კონტაქტები

For all label, licensing and management inquiries please contact
Martin Abend
Cugate AG
martin.abend@cugate.com